Facebook გვერდის სახელების სახელმძღვანელო წესები

ბმულის კოპირება
გვერდის სახელები ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს გვერდს და იცავდეს ჩვენს სახელის დარქმევის წესებს. გაითვალისწინეთ, რომ ბრენდების, ადგილების, ორგანიზაციების ან საჯარო პირების გვერდების მართვა მხოლოდ ოფიციალურ წარმომადგენლებს შეუძლიათ.

გვერდის სახელის საუკეთესო პრაქტიკული ნორმები

გვერდის სახელები მარტივი, კონკრეტული და გრამატიკულად სწორი უნდა იყოს, რათა ზუსტად ასახოს თქვენი გვერდის მიზანი. მაგალითად, Hungry Bear Coffee, Allstar Locksmith ან Caring Hearts Daycare.

გვერდის სახელში არ უნდა შედიოდეს

  • ტერმინები ან ფრაზები, რომლებიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი ან არღვევს ვინმეს უფლებებს.
  • სიტყვა „ოფიციალური“, თუ გვერდი არ არის ბრენდის, ადგილის, ორგანიზაციის ან საჯარო პირის ოფიციალური გვერდი.
  • არასათანადოდ გამოყენებული მთავრული ასოები (მაგ., tHe best CaFE). მთავრული ასოები გვერდების სახელებში უნდა იქნას გამოყენებული გრამატიკული წესების დაცვით, სახელი კი არ შეიძლება, შეიცავდეს ყველა მთავრულ ასოს, აკრონიმების გარდა.
  • სიმბოლოები (მაგ., ® ) ან ზედმეტი სასვენი ნიშნები.
  • აღწერილობები ან სლოგანები (მაგალითად, საუკეთესო კაფე — ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ყავას ქალაქში). ადამიანებს, რომლებიც მართავენ გვერდებს, შეუძლიათ, დაამატონ ეს ინფორმაცია გვერდის საინფორმაციო სექციაში.
  • ნებისმიერი ვარიანტი „Facebook“ სახელწოდებებისა (რომელიც ეხება პროდუქტს), „Meta“ (რომელიც ეხება კომპანიას) ან ნებისმიერი Meta კომპანიის პროდუქტი.
  • გვერდის სახელები არ უნდა შეიცავდეს მხოლოდ

    • ერთი, ზოგადი სიტყვა (მაგალითად, პიცა). გვერდებს უნდა მართავდნენ იმ იმ თემების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებსაც ისინი ეხება, ამიტომ მოერიდეთ გვერდის სახელებს, რომელთა მნიშვნელობა ძალიან ფართოა.
    • ზოგად გეოგრაფიულ სახელწოდებებს (მაგალითად: ნიუ იორკი). თუმცა, შეგიძლიათ შექმნათ გვერდის სახელი იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც წარმოადგენს გეოგრაფიულ მდებარეობას. მაგალითად, „ქალაქ ნიუ-იორკის მერია“ და „გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეტ II“ მისაღებია გვერდის სახელწოდებისთვის. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ გვერდის ისეთი სახელწოდება, რომელიც განსხვავდება ორგანიზაციის სახელწოდებისგან, რამდენადაც ეს სახელი ზუსტად ასახავს, თუ რას ეხება გვერდი (მაგალითად, ორგანიზაციას „Tourism Ireland“ შეიძლება ჰქონდეს გვერდი სახელწოდებით „Discover Ireland“).

    კი
    არა

    დახმარების მიღების სხვა ხერხები

    გაესაუბრეთ Meta AI-ს მხარდაჭერის თანაშემწეს
    მოაგვარეთ პრობლემები, შეიტანეთ ცვლილებები და მიიღეთ მხარდაჭერა რეალურ დროში