Meta-ს კორპორაციული ხელსაწყოები
ბმულის კოპირება
Meta-ს ბიზნესხელსაწყოები არის Meta Platforms, Inc.-ისა და Meta Platforms Ireland Limited-ის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიები, რომლებიც ეხმარება Meta-სთან ინტეგრაციასა და მონაცემთა გაზიარებაში ვებსაიტების მფლობელებსა და გამომცემლებს, აპების დეველოპერებსა და ბიზნესპარტნიორებს, მათ შორის, რეკლამგამშვებებს. მონაცემთა ასეთი ინტეგრაციის მეშვეობით, ბიზნესებისთვის შესაძლებელია საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურებების გაცნობა და გაზომბა, გაფართოებული წვდომის მიღება და იმ პირების უკეთ მომსახურება, რომლებიც იყენებენ ან შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ მათი პროდუქტებითა და მომსახურებებით.
ამ ბიზნესხელსაწყოებში შედის Meta Pixel, Conversions API, აპის მოვლენები Facebook SDK-ს მეშვეობით, Offline Conversions და აპის მოვლენების API.
ამასთანავე, ჩვენ ვაგროვებთ ბიზნესხელსაწყოების მონაცემებს ჩვენებების მონაცემების სახით, რომელთა გამომგზავნიც არის Facebook-ის სოციალური ქსელების დანამატები (მაგალითად, ღილაკები „მოწონება“ და „გაზიარება“) და Facebook-ით შესვლა, აგრეთვე მონაცემები გარკვეული API-ებიდან, როგორიცაა Messenger-ში კლიენტების დამთხვევა Send API-თ და, კლიენტებთან დაკავშირებული აქტივობები და მოვლენები, რომლებსაც ბიზნესები გვიზიარებს ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე, გარკვეული საპილოტო, სატესტო, ალფა ან ბეტა ვერსიების პროგრამებიდან მიღებული მონაცემები, რომლებიც შეიძლება დროდადრო შემოგთავაზოთ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ Meta-ს კორპორაციული ხელსაწყოების გამოყენების პირობები.
მსგავსი სტატიები
მსგავსი სტატიები
დახმარების მიღების სხვა ხერხები
გაესაუბრეთ Meta AI-ს მხარდაჭერის თანაშემწეს
მოაგვარეთ პრობლემები, შეიტანეთ ცვლილებები და მიიღეთ მხარდაჭერა რეალურ დროში
